გიორგი კალატოზიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი კალატოზიშვილი

ტრენერი

გამოცდილება

გიორგი კალატოზიშვილი – რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი და კონსულტანტი (19 წლიანი გამოცდილებით). 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2014-2015 წლებში იყო PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“. 2016-2018 წლებში იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსსტც „დელტაში“, ხოლო 2018 წელს ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ (სნეპ) სტრატეგიულ კომუნიკაციებს. 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში. 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2021 წელს „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას“ საქართველოს უნივერსიტეტში. დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და ტაქტიკის, კრიზისების მართვის და ეფექტური კომუნიკაციების თემებზე ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი – ალტერბრიჯი“, “ქართულამერიკული უნივერსიტეტი” (GAU), “ევროპის ბიზნეს სკოლა” (ESB). ჩატარებული აქვს 300- ზე მეტი ღია და დახურული ტიპის ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.