მაია-მაშო გოგოლაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია-მაშო გოგოლაძე

ტრენერი

გამოცდილება

მაია-მაშო გოგოლაძე – მისი სპეციალიზაცია ადამიანის ჰოლისტური მიდგომით განვითარებაა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდებში. მაშოს მუშაობის სტილი მიმართულია სამი ინტელექტის (IQ/გონება, EQ/გული, BQ/სხეული) წამყვანი მოთხოვნილებების, საბაზისო ემოციების და სამყაროსთან ადაპტირების საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე. ის ეხმარება ადამიანებს საკუთარი რესურსული მდგომარეობის აღმოჩენაში, მისი უნიკალური შესაძლებლობების და უნარების გაცნობიერებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემოციების რეგულაციაში, კარგად ყოფნაში. პრაქტიკაში, ტრენინგებისა და პირადი სესიების დროს იყენებს ქოუჩინგის, მენტორინგისა და მაინდფულნესის საუკეთესო ტექნიკებს.

პროფესიით ფილოლოგი, განათლების სპეციალსტი. 23 წლიანი სამუშაო გამოცდილებით პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოზარდთა განვითარების, მეწარმეობისა და რბილი უნარების განვითარების მიმართულებებით.

არის „ნიუ იორკის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების ასოციაციის“ და „ლონდონის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების სკოლის“ სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ქოუჩი, REM დეკოდირების სერტიფიცირებული სპეციალისტი, მაინდფულნესის ინსტრუქტორი, CEFE International-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი მეწარმეობაში.