
საკონტაქტო ინფორმაცია
თეონა ბაღათურია
გამოცდილება
თეონა ბაღათურია – მენეჯმენტ კონსულტანტი და ტრენერი ორგანიზაციული განვითარების, ადამიანებისა & კულტურის, მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის, დამსაქმებლის ბრენდინგის და მწვანე HR-ის საკითხებში. საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი ორგანიზაციულ კულტურასა და თანამშრომელთა მოტივაციაში. UN Women ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კონსულტანტი მრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კეთილი ნების ელჩი. კონსულტანტობამდე თეონა მუშაობდა HR დირექტორად საერთაშორისო ორგანიზაცია slavefreetrade International ჟენევაში, HR დირექტორად საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და მის შვილობილ კომპანიებში, HR & კორპორატიული საკითხების დირექტორად შატო მუხრანსა და ქართული ღვინისა და სასმელების კომპანიაში (GWS), ასევე სხვადასხვა წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში, World Vision International-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, BP-ში და USAID-ის პროექტებში.
თეონა ფლობს მაგისტრის ხარისხს გლობალური ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვაში, ლივერპულის უნივერსიტეტიდან.