მიმოხილვა
ყველა ბიზნესის საბოლოო მიზანი სასურველი შედეგის მიღწევაა, შედეგების მართვისთვის კი ადამიანების კარგი ცოდნაა საჭირო. პროგრამა შემუშავებულია მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ განავითარონ რბილი უნარები პერსონალის უკეთ სამართავად და საქმის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. ტრენინგი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის მენეჯერულ სიმულაციას, რეალური ქეისების განხილვას, სიმულაციურ გუნდზე მუშაობასა და მართვის სტრატეგიების შემუშავებას.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს დაეხმაროს საკვანძო მენეჯერული უნარების გავარჯიშებასა და განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დამუშავდება შემდეგი საკითხები:
- მენეჯერის საოპერაციო ფუნქციები
- შესრულების მართვა
- ემოციური ინტელექტი, ეფექტიანი კომუნიკაცია და უკუკავშირი
- ცვლილებების და მოტივაციის მართვა
- თვითგანვითარების ქოუჩინგური სტრატეგიები
-
თვითმართვის ბლოკი
-
საკუთარი საკომუნიკაციო და მართვის სტილის შეფასება
-
პროდუქტიული ზონების აღმოჩენა და მართვა
-
flow მატრიცა
-
-
ურთიერთობების მართვის ბლოკი
-
ეფექტური უკუკავშირით მართვა
-
თანამშრომლის ქცევის მოდელირება
-
ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოება მყისიერი რაპორტის ოთხგანზომილებიანი ტექნიკა, ემპათიური მოსმენა, ორმაგი მოსმენის ტექნიკა, არავერბალური უკუკავშირის წაკითხვა, განწყობის ცვლა და მართვა, ემოციების მართვა და ემოციებზე ზეგავლენის მოხდენა
-
პიროვნული მახასიათებლების ამოცნობა და ქცევის პროგნოზირება
-
გუნდის ტიპოლოგიური რუქის შედგენა
-
ინდივიდუალური მართვის სტრატეგიების შემუშავება
-