მიმოხილვა
თუ გგონია, რომ ცუდი მეხსიერება გაქვს, არ შეგიძლია, ან გიჭირს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამახსოვრება, ან უბრალოდ გინდა, რომ ისწავლო, წაიკითხო და დაიმახსოვრო ყველაფერი 3-ჯერ სწრაფად ისე, რომ არასოდეს დაგავიწყდეს. თუ გაფანტულობა და ყურადღების დეფიციტიც ხელს გიშლის საქმის კეთებაში ან სწავლაში, მაშინ დარეგისტრირდი მეხსიერების აკადემიის პრაქტიკულ კურსზე და აითვისე 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი – სწავლის უნარი.
კურსის მიზანია მონაწილეებმა ისწავლონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სწავლის/დამახსოვრების, სწრაფი კითხვის ტექნიკები, ყურადღების კონცენტრაციის განვითარების მეთოდები და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი დანერგონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კურსის შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:
1. სწავლისა და დამახსოვრების მეთოდები;
2. სწრაფი კითხვა და წაკითხულის დამახსოვრება;
3. ყურადღების კონცენტრაცია და პროდუქტიულობა;
სწავლების მეთოდოლოგია: კურსის მოდული შექმნილია ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი იქნება მაქსიმალურად პრაქტიკული და ორიენტირებული მონაწილეების მიზნებსა და ამოცანებზე.
რას მიიღებ კურსის განმავლობაში?
- კურსის პროგრამას, სადაც შედის ბევრი საინტერესო და სასარგებლო აუდიო, ვიდეო და ტექსტური მასალა
- მეხსიერების სავარჯიშოების კრებულს
- ონლაინ აპლიკაციებსა და სხვა რესურსებს, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესების პროცესში დაგეხმარება
- ისწავლი ტექნიკებს, რომლებსაც მეხსიერების ჩემპიონები იყენებენ
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა I
-
გაცნობა, მოლოდინები და კურსის შესავალი
-
ექსპერიმენტი – როგორი მეხსიერება გაქვს?!
-
სწავლის 4 სტილი
-
როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი?
-
სწავლის ტრადიციული მეთოდები და დამახსოვრებისთვის საჭრიო კომპონენტები.
-
პრაქტიკული სავარჯიშო
-
-
შეხვედრა II
-
როგორ გავხადოთ სწავლის/მუშაობის პროცესი მაქსიმალურად პროდუქტიული?
-
როგორ მუშაობს ტვინი Multitasking-ის დროს?
-
დამახსოვრებისთვის საჭირო 2 კომპონენტი
-
რა არის მეხსიერების სასახლე და როგორ გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
-
-
შეხვედრა III
-
რიცხვებისა და თარიღების დამახსოვრების მეთოდები
-
პრაქტიკული სავარჯიშო
-
-
შეხვედრა IV
-
ადამიანების სახელებისა და სახეების დამახსოვრება
-
უცხო ენის სწავლა და სიტყვების დამახსოვრება
-
უცხო ენის სწავლისთვის საჭირო ონლაინ პლატფორმები და აპლიკაციები
-
-
შეხვედრა V
-
პერიოდული გამეორების (ლეიტნერის) სისტემა
-
სწრაფი კითხვა და წაკითხულის დამახსოვრება
-
SQ3R მეთოდი
-
-
შეხვედრა VI
-
სწავლის 5 სტრატეგია
-
დაჯგუფების მეთოდი
-
პრაქტიკული სავარჯიშო
-
-
შეხვედრა VII
-
როგორ დავძლიოთ სიზარმაცე?
-
საქმის 7 ნეგატიური მახასიეთებელი
-
განვითარების ეტაპები და კომფორტის ზონა
-
როგორ ჩამოვიყალიბოთ ჩვევები? Copy
-
-
შეხვედრა VIII
-
კარტის დასტის დამახსოვრება
-
როგორ დავაჩქაროთ ყოველდღიური პროცესები?
-
პრაქტიკული სავარჯიშო
-
-
შეხვედრა IX
-
გონების რუკა
-
ტრენინგის თემების გახსენება და საბოლოო რეფლექსია
-