მიმოხილვა
მაინდფულნეს პრაქტიკა არის განვითარების ჰოლისტურ მიდგომაზე ორიენტირებული პროცესი, გონებრივი ვარჯიშის ფორმა, რომლის მიზანია:
- დაეხმაროს ადამიანს აწმყოზე ორიენტირებული და არარეაქტიული გონებრივი რეჟიმის განვითარებაში;
- აღადგინოს წონასწორობა სხეულსა და გონებას შორის;
- გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკაში არსებულ ნეგატიურ პროგრამებზე და ჩაანაცვლოს ის პოზიტიური პროგრამებით;
- საშუალება მისცეს ადამიანს გააცნობიეროს როგორ დაიცვას საკუთარი და სხვების საზღვრები.
ეს არის გზა, რომლითაც შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს სხეულსა და გონებაზე. ვორქშოპი არის იმის აღიარება, რომ უკვე მთლიანი ხარ. ამ პროცესში თავად ადამიანია სასწავლო გეგმა, რადგან თითოეული მონაწილისთვის ეს იქნება განსხვავებული და ექსკლუზიური გამოცდილება. ეს არის მოწვევა პროცესში, რათა დაუმეგობრდეთ საკუთარ თავს და თვითონ შექმნათ საკუთარი თავგადასავალი თავისუფალი სტრესებისგან და ნეგატიური ფიქრებისგან. როგორ? აწმყოში დაბრუნებით, სხეულში ყოფნით, გონების დამშვიდებით.
მაინდფულნესი მედიტაციის ფორმაა. არსებობს მცდარი წარმოდგენა მედიტაციის შესახებ, თითქოს როცა მედიტირებთ, თქვენი გონება ცარიელდება. ეს არაა სწორი. პრობლემას ქმნის ავტოპილოტზე ყოფნის რეჟიმი, როდესაც ადამიანის ცხოვრების რიტმი იმდენად ავტომატურია, რომ სრულიად კარგავს აწმყოში ყოფნის შესაძლებლობას. პრაქტიკის დროს თქვენ შეძლებთ გამოხვიდეთ ტრანსული მდგომარეობიდან და დააგემოვნოთ ცხოვრება აწმყოში.
ვორქშოპის პროცესში გაეცნობით: რა არის მაინდფულნესი და როგორია გონივრული ცხოვრების ფაქტორები/ცხადგრძნობა; რა არის გონების ავტოპილოტიდან გადართვის უნარის უპირატესობები; როგორ შეიძლება გულის გახსნა სიყვარულისთვის; როგორ ამოვიცნოთ სხეულის კუნთოვანი ჯავშანი, მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება და გათავისუფლება სტრესისა და დაძაბულობის დროს.
ვორქშოპზე პრაქტიკაში გამოცდით ამ თემებთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
საკითხები
-
რა არის მაინდფულნესი?
-
რა არის მედიტაცია?
-
გონივრული ცხოვრების ფაქტორები/ცხადგრძნობა
-
ფიქრებში ნავიგაცია მედიტაციის დროს
-
მედიტაციის პოზები
-
გიდირებული მედიტაცია
-
სტრესზე რეაგირება
-
გონებამახვილობა მოძრაობაში
-
შენი მთლიანობის აღმოჩენა
-