რა ხელსაწყოები გვჭირდება საჭირო აუდიტორიის საპოვნელად;
როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი.
,
თარიღი: 14 ივლისი
დრო: 19:00-21:00
ფასი: 50 ლარი
-
საკითხები
-
◾ როგორ ვიპოვოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია;
-
◾ რა ხელსაწყოები გვჭირდება საჭირო აუდიტორიის საპოვნელად;
-
◾ როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი.
-
ლიკა ნოზაძე – მენეჯმენტ – კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი.
- 18+ წლიანი გამოცდილება ბიზნესში;
- 13+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში;
- 15+ წლიანი გამოცდილება ტრენინგებისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით;
- 5+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტ-კონსალტინგში;
- 7+ წლიანი გამოცდილება ლიდერშიფის განვითარების კუთხით;
- 8+ წლიანი გამოცდილება პოზიტიური ფსიქოლოგიის კუთხით ორგანიზაციებში;
- 4+ წლიანი გამოცდილება ინდივიდუაურ ფსიქოთერაპიაში
მოქშა ფეიქარი – სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდოლოგიის სპეციალისტი, ტრენერი, მედიტატორი.
- მენეჯმენტის კონსულტანტი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში;
- მრავალწლიანი გამოცდილება Output Management-ის სფეროებში, ასევე ისეთ მოდულებში, როგორიცაა: SD, MM, FI, EWM, ISU, RE..;
- მუშაობდა კომპანიებთნ, როგორებიცაა: Kyocera, HeidelbergCement, Deutsche Bahn, Lufthansa Systems…;
- აქტიურად მონაწილებდა ოშოს საერთაშორისო ცენტრის აქტიურ და პასიურ მედიტაციებში, მედიტაციურ თერაპიებში, ბოდივორკში და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიებში და ჰიპნოთერაპიებში;
- გაიარა რამდენიმე წლიანი სისტემური საოჯახო და საორგანიზაციო განლაგების ტრენინგი DGfS-ის აღიარებულ თერაპევტებთან და მასწავლებლებთან – რამატირთჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოიჩთან;
- მუშაობს UTA Academy -ის, ასევე CONSTELLATORS INTERNATIONAL -ის მიერ აღიარებილ სისტემური განლაგების სერტიფიცირებულ ფასილიტატორად;
- არის CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის (CI) მრჩეველთა საბჭოს წევრი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი;
- თანამშრომლობს კიოლნის FELD INSTITUT -თან.
მაია-მაშო გოგოლაძე – მისი სპეციალიზაცია ადამიანის ჰოლისტური მიდგომით განვითარებაა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდებში. მაშოს მუშაობის სტილი მიმართულია სამი ინტელექტის (IQ/გონება, EQ/გული, BQ/სხეული) წამყვანი მოთხოვნილებების, საბაზისო ემოციების და სამყაროსთან ადაპტირების საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე. ის ეხმარება ადამიანებს საკუთარი რესურსული მდგომარეობის აღმოჩენაში, მისი უნიკალური შესაძლებლობების და უნარების გაცნობიერებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემოციების რეგულაციაში, კარგად ყოფნაში. პრაქტიკაში, ტრენინგებისა და პირადი სესიების დროს იყენებს ქოუჩინგის, მენტორინგისა და მაინდფულნესის საუკეთესო ტექნიკებს.
პროფესიით ფილოლოგი, განათლების სპეციალსტი. 23 წლიანი სამუშაო გამოცდილებით პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოზარდთა განვითარების, მეწარმეობისა და რბილი უნარების განვითარების მიმართულებებით.
არის „ნიუ იორკის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების ასოციაციის“ და „ლონდონის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების სკოლის“ სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ქოუჩი, REM დეკოდირების სერტიფიცირებული სპეციალისტი, მაინდფულნესის ინსტრუქტორი, CEFE International-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი მეწარმეობაში.
გიორგი გოგიტიძე – PHP & LARAVEL პროფესიონალი 10+ გამოცდილებით. კომპანია თინეთი(TNET)-ის Senior Backend დეველოპერი.
პროფესიონალურ დონეზე ფლობს Web Development-ის ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებს:
- PHP
- LARAVEL
- SQL
- NoSQL
- Rest API
- Linux
ტრენინგი:
მარიამ კაჭარავა – 5 წელზე მეტია რაც გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაშია. მისი ნამუშევრები განთავსებული იყო ისეთ გამოფენებზე, როგორებიცაა:
International Contemporary art fair (Curator – Galería Gaudi) – German
Festival d’Arts Escèniques ENDOA Entre Dos Orillas Atlánticas – Spain
International Collage Art Exhibition – Retroavangarda – Poland
და ა.შ.
მისი კარიერა ითვლის არაერთ ნამუშევარს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა Adobe Spark, Adobe Max და ა.შ.
ამ ეტაპზე მარიამი საქართველოში მოღვაწეობს და ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს.
გიორგი გულუა – Kanban Coaching Professional, unFIX™ და Agendashift™ პარტნიორი საქართველოში, სერთიფიცირებული Management 3.0 ფასილიტატორი. სხვადასხვა ზომის ეჯაილ გუნდებთან მუშაობის და გუნდების ეჯაილ ტრანსფორმაციის მრავალმხრივი გამოცდილება. 20 წელი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და 10 წლიანი გამოცდილება პროექტების/პროგრამების მართვაში. ეჯაილ საქართველოს დამფუძნებელი და Scrum/Kanban ოფიციალური სახელმძღვანელოების ერთერთი მთარგმნელი ქართულ ენაზე. საკონსულტაციო და ტრენინგ საქმიანობა დაიწყო 2016 წლიდან.
ტრენინგი:
- ეჯაილი მენეჯერებისთვის.
ქეთი ჟვანია–ტაისონი – 20 წელზე მეტია, რაც მუშაობს პიროვნული განვითარების, ლიდერობის, ემოციური ინტელექტის, თიმ ბილდინგისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
სალომე გაჩეჩილაძე – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტში. 2017 წლიდან მუშაობს frontend დეველოპმენტის სფეროში. 2018 წლიდან ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში: თანატოლგანმანათლებელი, ლექტორი, კურსის კურატორი. 2019 წლიდან დასაქმებულია RSM Georgia Solutions-ში საცალო და სასაწყობე გადაწყვეტილებების სპეციალისტად, ასევე რეპორტინგის ანალიტიკოსად. 2020 წლიდან, თსუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე, ატარებს ვოქრშოპებს ვებ დეველოპემენტის მიმართულებით, ხოლო 2021 წლიდან კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრსა და პროფესარეაში ხელმძღვანელობს ვებ დეველოპმენტის კურსებს. 2019 წლიდან ყოველი წლის ზაფუხულს უერთდება Geolab-ისა და Academia Europea-ს საერთო საზაფხულო სკოლას, სადაც ატარებს ტრენინგებს Web Development-ის მიმართულებით. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო აიესეკის გაცვლით პროგრამაში, იტალიაში ეხმარებოდი სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლასა და ამ მხრივ კომპლექსების დაძლევაში (სკოლა: ITCG Baggi). 2017 წელს Geolab-სა და ჯეოსელის მიერ ორგანიზებულ “კომპიუტერი 50+ ადამიანებისთვის” პროექტში ჩართული იყო, როგორც მოხალისე ლექტორი.
მირიან ყენია – მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და გამოცდილი პედაგოგი.
მან დაამთავრა ნ. ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი, ფერწერის მიმართულებით. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქ. თბილისის ა. ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე. არის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი და ბიზნეს ტექნოლოგიების დოქტორანტი!
გრაფიკული დიზაინის სფეროში მუშაობს 2004 წლიდან, დიზაინერისა და მხატვრული ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2004 წლიდან მოყოლებული დღემდე მისი სპეციალიზაციაა ბეჭდური/ციფრული დიზაინი, ვიდეო მონტაჟი/მოძრავი გრაფიკა და სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია.
2011 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მონაწილეობა მიიღო გრაფიკული და სარეკლამო დიზაინის კურსების ჩამოყალიბებაში. სწორედ აქედან დაიწყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობა.
ამჟამად ის გახლავთ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული მენტორი, ასევე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამის, “მედია პროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში” ავტორი და ხელმძღვანელი.