რა ხელსაწყოები გვჭირდება საჭირო აუდიტორიის საპოვნელად;
როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი.
,
თარიღი: 14 ივლისი
დრო: 19:00-21:00
ფასი: 50 ლარი
-
საკითხები
-
◾ როგორ ვიპოვოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია;
-
◾ რა ხელსაწყოები გვჭირდება საჭირო აუდიტორიის საპოვნელად;
-
◾ როგორ გავაკეთოთ სწორი ანალიზი.
-
ცოტნე ყალიჩავა – თითქმის ათწლიანი გამოცდილება მეწარმეობასა და ციფრულ ინოვაციებში – რომელიც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, CRM-სა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას.
2016 წლიდან, დღემდე წამოიწყო 4 სტარტაპი, მათ შორის მასშტაბური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელმაც მისცა ციფრული ბიზნესმოდელებისა და პლატფორმების სკალირების სიღრმისეული, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
2019 წლიდან სპეციალიზირებულია CRM პროგრამულ უზრუნველყოფაში და ხელმძღვანელობს მსოფლიოს წამყვანი CRM სისტემების დანერგვას სხვადასხვა კომპანიებში.
2022 წელს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შეუერთდა SPICY-ის ნეაპოლში, იტალიაში, სადაც წვლილი შეიტანა ხელოვნური ინტელექტის მქონე ვებ-პლატფორმის განვითარებაში.
2022-დან 2024 წლამდე, იყო ელექტრონული კომერციის მენეჯერი ALTA-ში, საქართველოს წამყვან ელექტრონიკის ონლაინ საცალო მოვაჭრე კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელობდა სტრატეგიას, ზრდასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.
ამჟამად მართავს CRM კამპანიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, სადაც ფოკუსირებულია მონაცემებზე დაფუძნებული, მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შექმნაზე.
არის მოწვეული ტრენერი საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციაში და LTS Software-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ძლიერი ERP, CRM და ვებ-პლატფორმების აშენებაში.
თეონა ბაღათურია – მენეჯმენტ კონსულტანტი და ტრენერი ორგანიზაციული განვითარების, ადამიანებისა & კულტურის, მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის, დამსაქმებლის ბრენდინგის და მწვანე HR-ის საკითხებში. საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი ორგანიზაციულ კულტურასა და თანამშრომელთა მოტივაციაში. UN Women ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კონსულტანტი მრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კეთილი ნების ელჩი. კონსულტანტობამდე თეონა მუშაობდა HR დირექტორად საერთაშორისო ორგანიზაცია slavefreetrade International ჟენევაში, HR დირექტორად საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და მის შვილობილ კომპანიებში, HR & კორპორატიული საკითხების დირექტორად შატო მუხრანსა და ქართული ღვინისა და სასმელების კომპანიაში (GWS), ასევე სხვადასხვა წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში, World Vision International-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, BP-ში და USAID-ის პროექტებში.
თეონა ფლობს მაგისტრის ხარისხს გლობალური ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვაში, ლივერპულის უნივერსიტეტიდან.
გიორგი კალატოზიშვილი – რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი და კონსულტანტი (19 წლიანი გამოცდილებით). 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2014-2015 წლებში იყო PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“. 2016-2018 წლებში იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსსტც „დელტაში“, ხოლო 2018 წელს ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ (სნეპ) სტრატეგიულ კომუნიკაციებს. 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში. 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2021 წელს „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას“ საქართველოს უნივერსიტეტში. დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და ტაქტიკის, კრიზისების მართვის და ეფექტური კომუნიკაციების თემებზე ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი – ალტერბრიჯი“, “ქართულამერიკული უნივერსიტეტი” (GAU), “ევროპის ბიზნეს სკოლა” (ESB). ჩატარებული აქვს 300- ზე მეტი ღია და დახურული ტიპის ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ტატო სიხარულიძე
- მედიატორი, მედიატორთა ასოციაცის საბჭოს წევრი
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
University of Limassol, CIIM Business School მოწვეული ასოცირებული პროფესორი
Integral Associate Coach - საქმიანობის არეალი უკავშირდება მედიაციას, მოლაპარაკებებს, კონფლიქტების მართვას და ე.წ. soft skills and people skills განვითარებას. სამუშაო გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს, როგორც კავკასიის და ევროპის ქვეყნებს, ასევე აფრიკის კონტინენტს. აუდიტორია ასევე ფართოა: კერძო კომპანიები (L’Oreal Europe, L’Oreal Asia, Magotteau, Majid Al Futaim Carefour, Mach&Mach, ABC Moore და სხვა) და ბიზნესს სკოლები (ESSEC, NEOMA, EM LYON, CIIM), საგარეო საქართველოს საქმეთა სამინისტრო, სამხედრო კონტნტინგენტი და არასამთავრობო სექტორი. ასევე, მისი პროფესიიდან გამომდინარე უწევს კლიენტზე მორგებული ტრენინგების შემუშავება და ჩატარება.
ანი მეტრეველი
- ტელეკომპანია „მთავარი არხი“ გაყიდვების ხელმძღვანელი სექტემბერი, 2019 – დღემდე
- ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაყიდვების მენეჯერი სექტემბერი, 2018 – სექტემბერი, 2019
- ტელეკომპანია „იბერია“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი მარტი, 2017 – სექტემბერი, 2019
- მედია ჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი მარტი, 2009 – მარტი. 2017
ნინო წითლანაძე
- TsitlanadzeConsultancy: Personal Branding & Money Psychology დამფუძნებელი და კონსულტანტი;
- 16+ წელი კომუნიკაციებში, PR და შემოქმედებით ინდუსტრიებში / 50+ წარმატებული პროექტი
- ასისტენტ-პროფესორი და მოწვეული ლექტორი (Alterbridge, GIPA, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თსუ)
- ტრენერი, ტრენერთა ასოციაიციის ასოცირებული წევრი
- Entrepreneur Georgia ტოპ-10 „ვინ დაიწყო ბიზნესი 2021 წელს“
- გამომცემლობა „Palitra L“ ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯი ოკეანეს“ კონსულტანტი
მაია ხოსიტაშვილი – ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-Solutions” ხელმძღვანელი.
ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
ნინი (ლილა) ანდღულაძე
- REM დეკოდირების ტრავმა თერაპიის ექსპერტი
- ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ქოუჩი
- სისტემური განლაგებების სპეციალისტი
- აქვს ინდივიდუალურ კლიენტებთან და ჯგუფებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
გიორგი (ქუცა) რუხაძე
- 10 წელზე მეტი გამოცდილება სარეკლამო სფეროში;
- ქოფირაითინგის ლექტორობის 6 წლიანი გამოცდილება;
- 2014 – 2023 წლების მანძილზე იყო კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი;
- უმუშავია ასზზე მეტი ბრენდის ათასზე მეტ კომუნიკაციაზე;
- ამჟამად არის ფრილანს ქოფირაითერი და თანამშრომლობს სხვადასხვა სააგენტოებთან და ბრენდებთან.

