ჩვენ შესახებ
ადამიანის ეფექტურობის ტექნოლოგიები ბიზნესში
ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის პოტენციალს და ვქმნით ტექნოლოგიებს სამუშაო ეფექტურობისთვის.
ჰედვაისი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ჩაატარა ბიზნეს ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ნეირომარკეტინგი, ლინ 6 სიგმა მენეჯმენტი, ფლოუ ლიდერობა. კომპანიებში კი, დაინერგა “ეიჩარ” გეიმიფიკაცია და ბიზნეს პროფაილინგი.
ჩვენ, ამერიკელ პარტნიორებთან (როვანის უნივერსიტეტი; სტერლინგ ბიზნეს სკოლა; ალეას კალიფორნია) ერთად, ადგილობრივი და გლობალური ბრენდებისთვის ვქმნით ადამიანური კაპიტალის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს და ინოვაციურ პროგრამებს, სამუშაო ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

სამუშო ეფექტურობის შესაფასებლად ჩვენ სამ კითხვას ვსვამთ:
- როგორ ახდენს ადამიანი საკუთარ თავზე გავლენას – რამდენად სწრაფად შეუძლია ახალი უნარების ფორმირება, გარემოსთან ადაპტირება და განვითარება
- როგორ ახდენს ადამიანი სხვა ადამიანებზე გავლენას – რამდენად შეუძლია მის მიერ შექმნილ კონტენტს თუ საკომუნიკაციო სტრატეგიას იმოქმედოს ადამიანის გადაწყვეტილების მიღების სისტემაზე
- როგორ შეუძლია ადამიანს პროცესებზე გავლენის მოხდენა – როგორ ახდენს საქმის შესრულების ორგანიზებას, შეუძლია თუ არა შექმნას პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი და ეფექტური მექანიზმი.
რისი გვჯერა
ვფიქრობთ, რომ ბიზნესი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე აზარტული და ამაღელვებელი ფორმაა, რომ ადამიანს საკუთარი რესურსებსა და პოტენციალზე მუშაობით შეუძლია შექმნას და განავითაროს თანამედროვე, მაღალეფექტური ადამიანი ბიზნესში.
ჩვენი ღირებულებებია: განვითარება, შემოქმედებითობა, ტრანსფორმაცია, პოზიტიური გავლენა, შეუპოვრობა, მეგობრობა.