როგორ დაგეგმოთ ტრენინგი, რომელშიც მონაწილეები აქტიურად ერთვებიან?
24-საათიან კურსზე იმუშავებთ ტრენინგის დაგეგმვაზე, ინტერაქტიულ პრეზენტაციებზე, ჯგუფის ჩართულობასა და უკუკავშირის მართვაზე.
ვისთვისაა: მოქმედი და დამწყები ტრენერებისთვის, კორპორატიული სწავლების სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისა და ლექტორებისთვის.
დაგეგმილი განრიგი: 5–30 ოქტომბერი, 2026 • ორშაბათი / პარასკევი, 19:00–22:00
ხანგრძლივობა: 24 საათი • ღირებულება: 910 ₾
ფორმატი: ადგილზე, თბილისში
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. კოორდინატორი დაგიკავშირდებათ გასაუბრებისა და ჯგუფის დაწყების დეტალების დასაზუსტებლად.
მოსალოდნელი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენერები შეძლებენ:
- ტრენინგის მიზნების, თემებისა და მიდგომების ეფექტურ განსაზღვრას;
- ტრენინგის დაგეგმვასა და ორგანიზების პროცესის მართვას;
- დინამიური და ინტერაქტიული პრეზენტაციების შემუშავებას;
- მონაწილეთა ჩართულობისა და უკუკავშირის ეფექტურ მენეჯმენტს;
- ტრენინგის შეფასებასა და პერსონალური განვითარების გეგმების შექმნას.
ძირითადი მიზნები
ტრენინგის ძირითადი მიზნებია:
- ტრენერების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება;
- ტრენინგის ეფექტიანობის ზრდა მონაწილეთა ჩართულობის გაზრდის გზით;
- ტრენერების ასპარეზზე წარდგენის უნარების განვითარება;
- ტრენინგის შეფასებისა და უწყვეტი სწავლის პრაქტიკის დანერგვა.
სამიზნე აუდიტორია
ტრენერთა ტრენინგის კურსი განკუთვნილია შემდეგი აუდიტორიებისთვის:
- პედაგოგები და ლექტორები: კურსი უზრუნველყოფს მათ ტრენინგს, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების გადაცემა სტუდენტებისთვის;
- ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმწოდებლები: ეს კურსი დაეხმარება მათ, რომ გაამდიდრონ და გააუმჯობესონ ტრენინგების ხარისხი;
- კორპორატიული ტრენერები: კურსი მოიცავს ტექნიკებს და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური კორპორატიული ტრენინგების ჩასატარებლად;
- თვითდასაქმებული ტრენერები: კურსი დაეხმარებათ ტრენინგ-ინდუსტრიაში თვითდამკვიდრებაში.
დასაქმების პერსპექტივა
ტრენერთა ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ შემდეგ პოზიციებზე:
- საგანმანათლებლო ინსტიტუციების ტრენერები: სკოლები, უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები და სხვა;
- კორპორატიული ტრენინგების მენეჯერები/ფასილიტატორები: კომპანიების სასწავლო განყოფილებებში;
- პროექტების მართვის ტრენერები: საკონსულტაციო პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციებში;
- კარიერული განვითარების ტრენერები: კარიერულ ცენტრებსა და დასაქმების სამსახურებში;
- თვითდასაქმებული ტრენერები: საკუთარი ბიზნესის დაწყება ტრენინგ ინდუსტრიაში.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1: შესავალი, (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი
-
ტრენინგის მიზნებისა და ძირითადი ამოცანების გაცნობა;
-
ტრენერის როლის გააზრება და მნიშვნელობა.
-
-
შეხვედრა 2: ტრენინგის ციკლის მართვა, ნაწილი 1 (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი
-
სწავლებისა და განვითარების დინამიკა – 10:20:70;
-
ტრენინგის სპეციფიკაცია და ტრენინგის ციკლი ADDIE;
-
საჭიროებების კვლევა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;
-
სწავლების პროგრესის მენეჯმენტი და შეფასება.
-
-
შეხვედრა 3: მენტორინგი (მარიამ კვარაცხელია, ნიკა ზირაქაშვილი) - 3 საათი
-
პირველი დემო შეხვედრა.
-
-
შეხვედრა 4: ტრენინგის ციკლის მართვა, ნაწილი 2 (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი
-
ESA მოდელის მიხედვით ტრენინგ-პროგრამის ფორმატირება;
-
ტრენინგის რითმი და ტრენერის 2 მთავარი როლი : პრეზენტაცია/ფასილიტაცია;
-
პრეზენტერის კომპეტენციები და ზოგადი რეკომენდაციები.
-
-
შეხვედრა 5: ჯგუფური დინამიკის მართვა (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი
-
ჯგუფური დინამიკის მართვა და როლების ბალანსირება;
-
ფასილიტაცია და სავარჯიშოს შექმნის ხელოვნება;
-
ტრენერის ბარიერები და მიჯაჭვულობა.
-
-
შეხვედრა 6: მენტორინგი (მარიამ კვარაცხელია, ნიკა ზირაქაშვილი) - 3 საათი
-
მეორე დემო შეხვედრა.
-
-
შეხვედრა 7: უკუკავშირის მენეჯმენტი (მარიამ კვარაცხელია) - 2 საათი
-
შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები;
-
მონაწილეთა ტიპების განსაზღვრა და ინდივიდუალური მართვის მეთოდები;
-
უკუკავშირის ტექნიკები;
-
მონაწილეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა – ინდივიდუალური სტრატეგიები.
-
-
შეხვედრა 8: მენტორინგი (სალომე ვაჩნაძე) - 4 საათი
-
ფინალური დემო შეხვედრა.
-

