ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს ტრენერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და მათი ძირითადი კომპეტენციების გაძლიერებას. იგი მოიცავს ტრენინგის დაგეგმვის, ორგანიზების, დინამიური პრეზენტაციების ჩატარების, უკუკავშირის მართვისა და სხვა პრაქტიკული გამოცდილების კომპონენტებს.
მოსალოდნელი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენერები შეძლებენ:
- ტრენინგის მიზნების, თემებისა და მიდგომების ეფექტურ განსაზღვრას;
- ტრენინგის დაგეგმვას და ორგანიზების პროცესის მართვას;
- დინამიური და ინტერაქტიული პრეზენტაციების შემუშავებას;
- მონაწილეთა ჩართულობისა და უკუკავშირის ეფექტურ მენეჯმენტს;
- ტრენინგის შეფასებას და პერსონალური განვითარების გეგმების შექმნას.
ძირითადი მიზნები
ტრენინგის ძირითადი მიზნებია:
- ტრენერების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება;
- ტრენინგის ეფექტიანობის ზრდა მონაწილეთა ჩართულობის გაზრდის გზით;
- ტრენერების ასპარეზზე წარდგენის უნარების განვითარება;
- ტრენინგის შეფასებისა და უწყვეტი სწავლის პრაქტიკის დანერგვა.
სამიზნე აუდიტორია
ტრენერთა ტრენინგის კურსი განკუთვნილია შემდეგი აუდიტორიებისთვის:
- პედაგოგები და ლექტორები: კურსი უზრუნველყოფს მათ ტრენინგს, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების გადაცემა სტუდენტებისთვის;
- ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმწოდებლები: ეს კურსი დაეხმარება მათ, რომ გაამდიდრონ და გააუმჯობესონ ტრენინგების ხარისხი;
- კორპორატიული ტრენერები: კურსი მოიცავს ტექნიკებს და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური კორპორატიული ტრენინგების ჩატარებისთვის;
- თვითდასაქმებული ტრენერები: კურსი დაეხმარებათ ტრენინგ-ინდუსტრიაში თვითდამკვიდრებაში.
დასაქმების პერსპექტივა
ტრენერთა ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ შემდეგ პოზიციებზე:
- საგანმანათლებლო ინსტიტუციების ტრენერები: სკოლები, უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები და სხვა;
- კორპორატიული ტრენინგების მენეჯერები/ფასილიტატორები: კომპანიების სასწავლო განყოფილებებში;
- პროექტების მართვის ტრენერები: საკონსულტაციო პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციებში;
- კარიერული განვითარების ტრენერები: კარიერული ცენტრებსა და დასაქმების სამსახურებში;
- თვითდასაქმებული ტრენერები: საკუთარი ბიზნესის დაწყება ტრენინგ ინდუსტრიაში.
ტრენინგის თარიღებია: 7, 11, 14, 25, 28 აპრილი, 5, 14 და 16 მაისი.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1: შესავალი, (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი, (7 აპრილი)
-
ტრენინგის მიზნებისა და ძირითადი ამოცანების გაცნობა;
-
ტრენერის როლის გააზრება და მნიშვნელობა.
-
-
შეხვედრა 2: ტრენინგის ციკლის მართვა, ნაწილი 1 (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი, (11 აპრილი)
-
სწავლებისა და განვითარების დინამიკა – 10:20:70;
-
ტრენინგის სპეციფიკაცია და ტრენინგის ციკლი ADDIE;
-
საჭიროებების კვლევა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;
-
სწავლების პროგრესის მენეჯმენტი და შეფასება.
-
-
შეხვედრა 3: მენტორინგი (მარიამ კვარაცხელია, ნიკა ზირაქაშვილი) - 3 საათი, (14 აპრილი)
-
პირველი დემო შეხვედრა.
-
-
შეხვედრა 4: ტრენინგის ციკლის მართვა, ნაწილი 2 (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი, (25 აპრილი)
-
ESA მოდელის მიხედვით ტრენინგ-პროგრამის ფორმატირება;
-
ტრენინგის რითმი და ტრენერის 2 მთავარი როლი : პრეზენტაცია/ფასილიტაცია;
-
პრეზენტერის კომპეტენციები და ზოგადი რეკომენდაციები.
-
-
შეხვედრა 5: ჯგუფური დინამიკის მართვა (სალომე ვაჩნაძე) - 3 საათი, (28 აპრილი)
-
ჯგუფური დინამიკის მართვა და როლების ბალანსირება;
-
ფასილიტაცია და სავარჯიშოს შექმნის ხელოვნება;
-
ტრენერის ბარიერები და მიჯაჭვულობა.
-
-
შეხვედრა 6: მენტორინგი (მარიამ კვარაცხელია, ნიკა ზირაქაშვილი) - 3 საათი, (5 მაისი)
-
მეორე დემო შეხვედრა.
-
-
შეხვედრა 7: უკუკავშირის მენეჯმენტი (მარიამ კვარაცხელია) - 2 საათი, (ოთხშაბათი,14 მაისი)
-
შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები;
-
მონაწილეთა ტიპების განსაზღვრა და ინდივიდუალური მართვის მეთოდები;
-
უკუკავშირის ტექნიკები;
-
მონაწილეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა – ინდივიდუალური სტრატეგიები.
-
-
შეხვედრა 8: მენტორინგი (სალომე ვაჩნაძე) - 4 საათი, (16 მაისი)
-
ფინალური დემო შეხვედრა.
-